Tuesday, November 10, 2009

პროექტი

1 პროექტის სახელი: ბიზნეს- გეგმა

2 პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მცირე საწარმოს საქმიანობის შესახებ,გამოიმუშავებენ ლიდერის თვისებებს და გაიუმჯობესებენ გადაწყვეტილების მიღების უნარს, რაც მომავალში ძალზედ დაეხმარებათ.

3 პროექტის სრული აღწერა: თავდაპირველად შევარჩევთ საპროექტო ჯგუფს. ჯგუფის თითოეულ წევრს მივცემთ მითითებას, რომ არიჩიონ რომელიმე საქმიანობა და ერთად მოიძიონ ინფორმაცია მისი წარმატებით განხორციელების ეკონომიკურ პირობებზე: ბაზრის მდგომარეობა, აუცილებელი რესურსები, საწარმოო პროცესი და ა.შ
საქმიანობა დაიწყონ დაგეგმვით, შეადგინონ მარტივი ბიზნეს-გეგმა. ჯგუფის პირველი შეხვედრა კომპანიის შექმნის იდეის დამუშავებას უნდა მიეძღვნას.არჩევანი ისეთი პროდუქტის წარმოებაზე გააკეთეთ, რომელზეც ბაზარზე მოთხოვნა არსებობს და რომლის წარმოებაც თქვენთვის შესაძლებლობებს არ აღემატება. ანუ რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება მოსწავლეთა ცოდნასა და გამოცდილებას.

4 მონაწილეთა ასაკი: 15- 16

5 ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

6 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციის მოძიება, კვლევის ჩატარება.

7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობით მოსწავლეები მიიღებენ ჯგუფში მუშაობის გამოცდილებას, განუვითარდებათ ლიდერის უნარ-ჩვევები და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად როგორ აწარმოონ და გაცვალონ არჩეული პროდუქტი.

8 სამუშაო ენა: ქართული

9 მონაწილეები სხვა სკოლიდან:არა

10 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეკონომიკა, ისტ.

11 პროექტის ფასილიტატორი: ია მენთეშაშვილი

12 ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ia.menteshashvili@gmail.com

proeqtis saxeli